მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მეცნიერებმა საგანგებოდ ქართველი მოსწავლეებისთვის მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს ცერნში მათი საქმიანობის შესახებ, შემდეგ კი, რამდენიმესაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მეცნიერებმა ვრცლად ისაუბრეს განვლილ გზაზე და მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. მათი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც ყოველწლიურად, ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და მათემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ეწვიონ მსოფლიო მნიშვნელობის ატომური კვლევების ცენტრს, უშუალოდ იხილონ სამყარო, სადაც მასშტაბური ექსპერიმენტები, უდიდესი აღმოჩენები ხორციელდება და მასში ათასობით მეცნიერია ჩართული მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდების შეფასებით, ცერნში გატარებული დღეები მათ მომავალი პროფესიის არჩევას გაუადვილებთ, ვინაიდან, CERN-ის მასტერკლასი ფიზიკით გატაცებული მოსწავლეებისთვის არის გზა საინტერესო მომავალში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ, მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში ეხმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა