ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებული ვართ პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, სწორედ ამიტომ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს მხარს ვუჭერთ

აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად უჭერენ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ასევე იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა რუდმა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებას, რომლის თანახმად, „ხალხი, რომელიც არ მიდის თავისი ნებით, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“, ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესების თანახმად.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესის და წესების თანახმად“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს