ნუკრი ქანთარია დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე - არ ვიცი, მათ რანაირი წყობის და  როგორი სახის კანონპროექტი აქვთ

მეეჭვება, რომ წელსვე მოვასწროთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის გაკეთება თეორიულად შეიძლება, თუმცა, ტექნიკურად რთული იქნება.

"საერთოდ, კონსტიტუციაში ცვლილებებს, მე მგონი, უნდა მოვერიდოთ. არ ვიცი, მათ რანაირი წყობის და როგორი სახის კანონპროექტი აქვთ,"- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა. კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს სპეციალური ფორმები გადაეცემათ, რის შემდეგაც აღნიშნული ჯგუფი 200 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო