„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევას კომფორტ პაკეტი დაემატა

ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევას კომფორტ პაკეტი დაემატა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, სამოგზაურო დაზღვევის შეძენასთან ერთად მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დამატებითი რისკის დაფარვა, რომელიც მას მოგზაურობისას დამატებით კომფორტს შეუქმნის:

„საზღვარზე უარის დაზღვევა, რომელიც გულისხმობს შენგენის ან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შესახებ უარს. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება როგორც ბილეთის, ისე სასტუმროს/ბინის ხარჯები; რეისის გაუქმების ან გადადების დაზღვევა - ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რისთვისაც არსებობს ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა. კომფორტ პაკეტის შეძენის შემთხვევაში "ალდაგი" დაფარავს როგორც ახალი ბილეთის ხარჯებს, ისე ქვეყანაში დასარჩენად გაწეულ სხვა ხარჯებს; მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა - თუკი მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო იძულებული ხდებით დატოვოთ ქვეყენა, ამ შემთხვევაშიც "ალდაგი" ბილეთისა და დაბინავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს; ბარგის დაკარგვა - მოგზაურებისთვის ცნობილია, რომ ეს საკმაოდ ხშირი რისკია და დიდ დისკომფორტს და დამატებით ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ "ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევის კომფორტ პაკეტი ამ ხარჯსაც დაფარავს. პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევა - ეს არის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანაში ყოფნისას თქვენდა უნებურად ზიანი მიაყენეთ მესამე პირს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამისთვისაც მზად იქნებით, თუკი გექნებათ "ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევა.

„ალდაგის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ ხდება ლინკზე: https://travel.aldagi.ge/ “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო