“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ

მოძრაობა "გაბედეს" წევრები ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფიო კილაძის ბიუროსთან აქციას მართავენ.

მათ ცოტა ხნის წინ ბიუროს ოფისში შესვლა და კილაძესთან გასაუბრება მოითხოვეს. თავიდან აქციის მონაწილეებს პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა შემდეგ შენობაში შეუშვა.

მათი თქმით, კილაძესთან რამდენიმე შეკითხვა აქვთ, მათ შორის, რატომ არ იღებს ხმას, როდესაც სხვადასხვა რეგიონებში აქტივისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე, „რატომ არ უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას?“.

აქტივისტების თქმით, მათ თან აქვთ სიმბოლურად "41 ვერცხლი" და თუ კილაძე არ შეხვდება, ბიუროსთან დაუტოვებენ. ჯერჯერობით, მათ ბიუროდან არავინ გამოხმაურებია.

ბიუროსთან აქტივისტები ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი განმარტებით, "ქართული ოცნება" ყველგან კონტრაქციას ახვედრებს და ეს ჩაფხუტები თავდაცვის მიზნით აქვთ.

ბიუროსთან ახლა სიმშვიდეა და 20-მდე სამართალდამცავია მობილიზებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს