ალექსანდრე ლუკაშენკო - არ ვაპირებთ, რომელიმე ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ, მათ შორის მოძმე რუსეთის - ეს არ მოხდება, ვიდრე მე აქ ვარ

ბელარუსში არავინ აპირებს დათმოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ვაპირებთ რომელიმე ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ, მათ შორის არც მოძმე რუსეთის“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბელარუსი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რითაც ყველამ უნდა იამაყოს.

„ერთი რამ დაიმახსოვრეთ, მე ახლად მოსული არ ვარ. არ მსურს ყველა ის მიღწევა, რომელიც თქვენთან ერთად გვაქვს მოპოვებული, გავანადგუროთ. ჩვენ ავაშენეთ სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო და ამას ვერავის მივცემთ. ეს არ მოხდება მანამ, სანამ მე აქ ვარ. ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი და ამით ყველამ უნდა იმაყოს“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 8 დეკემბრისთვის, ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ. როგორც ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სიამაშკამ TUT.BY-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა