ელიზაბეთ რუდი - ცხადია, რომ რუსეთი არ იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვთ „დიდი შვიდიანის“ ფორმატის წევრებს

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. ამით რუდი გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ კონგრესმენ ალბიო საირესის მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას, მანამდე, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.

„რეზოლუციის დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, თუმცა ცხადია, რომ რუსეთი არ იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც აქვთ „დიდი შვიდიანის“ ფორმატის წევრებს და მათ შორის არის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ოკუპაცია რუსეთის მიერ, რაც დიდი ხანია გრძელდება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დააბრუნოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ ტერიტორირებზე და ნება დართოს ჰუმანიტარული დახმარების წვდომას რეგიონებში", - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა