მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა სოფო კილაძის სამაჟორიტარო ბიურო დატოვეს

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის სამაჟორიტარო ბიურო დატოვეს.

აქციის მონაწილეებს ბიუროს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ საკონტაქტო ინფორმაციას დაიტოვებს და სოფიო კილაძე მათ ნებისმიერ დღეს შეხვდება. ამ პირობით მათ მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ბიუროს თანამშრომლის ინფორმაციით, სოფო კილაძე აქციის დროს პარლამენტში იმყოფებოდა და სწორედ ამ მიზეზით, მათ ვერ შეხვდებოდა.

"გაბედეს" წევრები აცხადებენ, რომ კილაძისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა სურთ, მათ შორის რატომ არ იღებს ხმას, როდესაც სხვადასხვა რეგიონში აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებიან და რატომ არ მოსწონს პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ტერიტორიაზე აქციის პარალელურად 20-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო