ომბუდსმენი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს  სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის

სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის.

როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ეუთო/ ოდირს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები. არსებობს გარკვეული ტექნიკური მხარეები, რომელზეც დღეს ჩვენ ვზრუნავთ. ახლა სიღრმეებში არ ჩავდივარ, მაქსიმალურად დაჩქარებულად ვცდილობთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ოდირს გადავუგზავნოთ.

გარკვეული ტექნიკური პროცედურები არის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა ჩვენ რაზეც გვაქვს ორიენტირებული, დიდი ალბათობით, ორშაბათი იქნება. ორშაბათს ჩვენ უკვე გაგზავნილი გვექნება.

ამაზე კონკრეტული ვადები არ გვაქვს, თუმცა ჩვენი თხოვნა იქნება, ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ იმიტომ, რომ მათ შორის მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირმა მოგვიმზადა თავისი დასკვნა გამონაკლისი წესით",- განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა