მთავრობა ბახმაროში 12 588 კვ.მ მიწის ფართობს 2 538 000 ლარად ყიდის

მთავრობა ბახმაროში 12 588 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს სასტუმროს მოსაწყობად 2 538 000 ლარად ყიდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 35 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აამოქმედოს. ამასთან, სასტუმროს მოსაწყობად არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 15 ადამიანი დაასაქმოს არანაკლებ 2 წლის ვადით.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე-https://www.eauction.ge/Home/EntityView/637700?fbclid=IwAR1aa_WSp8nyO2slHlqS3mxpFQuRH-E9sCbdPi-JBLwyfncPOZk61WD2tsU

დეტალური ინფორმაცია 100 საპრივატიზებო ობიექტის შესახებ იხილეთ ბმულზე- https://bit.ly/2OOKWG2

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, 15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს. „ორბი ჯგუფმა“ ვალდებულება აიღო, რომ 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და კურორტზე მოაწყობს სასტუმროებს, კომერციული ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია