„ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარი დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება

„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარი დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ამის შესახებ რუსთაველის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე პარტია „ევროპული საქართველოს" წევრებმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სალომე სამადაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, დელეგაცია ამერიკის ყველა შესაბამის ინსტიტუციას ეწვევა და 4-5 დღის განმავლობაში შეეცდებიან გააქტიურდეს სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობა, რათა ქვეყანა „პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს".

„იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ყოველდღიურად მძიმდება და ბიძინა ივანიშვილი არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დაიწყოს მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ჩვენ გადავწყვიტეთ გავემგზავროთ ვიზიტით აშშ-ში. ხვალ საქართველოდან სხვადასხვა პარტიების გაერთიანებული დელეგაცია გაემგზავრება ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ შეხვედრები გვექნება ამერიკის ყველა შესაბამის ინსტიტუტში, როგორც კონგრესში და სენატში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და 4-5 დღის მანძილზე შევეცდებით, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობა, რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენი გზავნილი, რომელიც მიგვაქვს ვაშინგტონში, არის გზავნილი ქართველი ხალხის და იმ ადამიანების, რომლებთან ერთადაც ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ დავიცვათ დემოკრატია. დელეგაციაში იქნებიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია