დიმიტრი ცქიტიშვილი - არც ერთი ხელისუფლებისთვის კარგი არ მოუტანია გადაწყვეტილებების საკუთარ ინტერესებზე მორგებას, თუ "ოცნება" ამისკენ წავიდა, ცუდი იქნება

არც ერთი ხელისუფლებისთვის კარგი არ მოუტანია, გადაწყვეტილებების საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებას, თუ ამისკენ წავიდა "ოცნება", ძალიან ცუდი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას მისაღები გამოსავალი უნდა შესთავაზოს.

„ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ქვეყანაში არის მღელვარება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციები არ არის მასშტაბური, ქვეყანაში არის უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებას სჭირდება კონკრეტული პასუხები და არა გაუარესება სიტუაციის.

კონსტიტუციას იმიტომ ჰქონდა მაღალი ქვორუმი, იმიტომაც იყო ორ საპარლამენტო მოწვევაზე გათვლილი, რომ მისი გადახედვა არ მოხდეს ერთი ან ორი პოლიტიკური ჯგუფის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამისკენ წავიდა „ოცნება“ ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ასეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ წარსულში, არც ერთი ხელისუფლებისთვის კარგი არ მოუტანია, როცა იწყება გადაწყვეტილებების საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა