იაპონიაში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ერთ-ერთ კომპანიაში 24 000 სატელეფონო ზარი განახორციელა

იაპონიაში დააკავეს 71 წლის მამაკაცი, რომელმაც ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიას 24 000- ჯერ დაურეკა.

CNN-ის ცნობით, აკიტოში ოკამოტო KDDI Corporation-ის მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტს სთხოვდა, რეაგირება მოეხდინათ კომპანიის მიერ მასთან გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2017 წლის მაისიდან მოყოლებული, მამაკაცმა კომპანიაში 24 000 ზარი განახორციელა. მათივე ცნობით, იძულებული გახდნენ, პოლიციისთვის მიემართათ.

იაპონიური მედიის ცნობით, მამაკაცი თვლიდა, რომ კორპორაციამ კონტრაქტი დაარღვია, რადგან ის ვერ ახერხებდა რადიო შოუში დარეკვას იმ ტელეფონის ნომრიდან, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში აიღო.

გამოძიება ოკამოტოს „ბიზნესის თაღლითური გზით შეფერხებას“ ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო