ბათუმი UNWTO-სა და ICCA-ს ერთობლივ ღონისძიებას - „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ მასპინძლობს

საქმიანი ტურიზმის ისტორიაში პირველად, საქართველოში, ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ იმართება.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო ღონისძიების მასპინძლად მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ერთობლივ ღონისძიებას. ეს პროექტი ეხება საქმიან ტურიზმს, შეხვედრების ინდუსტრიის მასტერკლასს. მოხარულები ვართ, რომ ეს ღონისძიება ტარდება ბათუმში, არასეზონზე, იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ აჭარის რეგიონს, რომ გახდეს ოთხსეზონიანი. მნიშვნელოვანია ამ სემინარის შინაარსი”, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებას როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-ზე დელეგატი ესწრება. სემინარზე ICCA-ს და UNWTO-ს საერთაშორისო სპიკერები შემდეგ საკითხებს განახილავენ: საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია, ICCA, ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი, თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები და ა.შ.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ტურიზმის ადმინისტრაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან. საერთაშორისო მასტერკლასი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, კონგრესებისა და კონფერენციების მოზიდვას საქართველოში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო