გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს, 07:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სტეფანწმინდა, არშა, ფხელშე, ცდო, გერგეთის უბანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, გამსახურდიას, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, გომეწარი, კორშა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 17:30 საათამდე კი -აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, ლისი, ლელუბანი, თხინვალი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა