ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მეწარმე სუბიექტებისთვის მიღებულ ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი დიდიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაღალმთიან დასახლებებში საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც კანონის შესაბამისად სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით მნიშვნელოვანი დაზუსტება მოხდა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დამატებითი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში კი - მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

„ესაა მთის რეგიონების განვითარების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მდგრად განვითარებას, საქონლისა და მომსახურების ეფექტიან მიწოდებას, სამეწარმეო საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას. ეს დაზუსტება ხელს შეუწყობს მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისთვის“, - აღნიშნა გიორგი დიდიძემ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის