პოლიციელს, რომელსაც წალენჯიხაში თანამშრომლის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს ბესო ფიფიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად მისივე თანამშრომლის, მამუკა ქარდავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც დავით პაპავამ პროცესზე განაცხადა, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს თანამშრომელთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა, ხოლო 3 დეკემბერს რამდენჯერმე მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას. მისი თქმით, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოწმეები რომელიც ამ საქმესთან კავშირში იყვნენ, უკვე დაკითხულია და მათზე ზემოქმედება, მით უმეტეს, რომ ისინი პოლციელები არიან, ადვილი არ იქნება. მან სასამართლოს 100 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, რაც არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში პოლიციელებს შორის დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთმა კოლეგა სამართალდამცავს ესროლა, 3 დეკემბერს მოხდა. ის დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო