ბექა ბასილაია - გიგი უგულავას მხრიდან პარტიის უკანონო დაფინანსებას ადგილი რომც ჰქონოდა, ეს ისეთი ქმედებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყოველ მეორე დღეს და ყოველ არჩევნებზე სჩადის

გიგი უგულავას მხრიდან პარტიის უკანონო დაფინანსებას ადგილი რომც ჰქონოდა, ეს ისეთი ქმედებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყოველ მეორე დღეს და ყოველ არჩევნებზე სჩადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ის აცხადებს, დღეს სასამართლოში დაკითხული ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე არასანდო მოწმეა.

"მოწმე უაღრესად დაბნეული იყო და თავისსავე პასუხებში იხლართებოდა. მისი განმარტება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონში განხორციელებულ მუქარაზე იქ არ მიმართა სამართალდამცავებს. ამის საფუძველი გახდა ის, რომ ლონდონის პოლიციას არ ენდობოდა და ამის შემდეგ ფინანსთა სამონისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა ლონდონში განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით. თან, ეს ამ სავარაუდო მუქარიდან, 2-3 კვირის შემდეგ. ამაზე არასერიოზული და ამაზე დამაეჭვებელი ამ ადამიანის ჩვენებაში რა უნდა იყოს?! მოგეხსენებათ, ეს ვირტუალური მუქარის ფარატინა ქაღალდი გახდა გიგი უგულავას 9-თვიანი უკანონო პატიმრობის საფუძველი. იგივე მოწმემ განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალა, მისი მეუღლის ხელმოწერა ორგზის გაეყალბებინათ, ისე რომ მისი მეუღლე საქმის კურსში არ ყოფილა. რაც შეეხება ამ საქმის გიგი უგულავასთან კავშირს, მოწმემ თქვა, რომ არც გიგი უგულავასა და გიორგი ღონიაშვილს შორის საუბარს არ შესწრებია, არ უნახავს მათ შორის მიმოწერა, არ უნახავს გიგი უგულავა რამე თანხას იღებდა თუ არა, შესაბამისად, გიგის ამ საქმეში შემხებლობა არაფრით დასტურდება.

მოწმე საუბრობს, თანხები პარტიის დაფინანსების საკითხს შეეხებოდაო. თუ პარტიის დაფინანსების წესი არის დარღვეული, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის. გიგი უგულავას მხრიდან პარტიის უკანონო დაფინანსებას ადგილი რომც ჰქონოდა, ეს იმდაგვარი ქმედებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყოველ მეორე დღეს და ყოველ არჩევნებზე სჩადის, სჩადიოდა 2012 წელსაც და დღესაც", - აცხადებს ბექა ბასილაია.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა