გენადი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში  მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში“ სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მყარი ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასაგებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა მყარი ნარჩენების სამართავად, მაგრამ არანაკლებ ნიშვნელოვანია განათლება, რათა სწორად განსაზღვროს ადამიანმა, თუ როგორ უნდა მართოს ის. სასკოლო განათლებაში, დაწყებული მესამე კლასიდან, დამთავრებული მე-11 კლასამდე, ყოველ წელს, ყველა საგანში არის გარემოს დაცვით ქმედებებზე საუბარი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკლებადაა ყურადღება გამახვილებული მყარი ნარჩენების გადამუშავება/გამოყენებაზე. აუცილებელია, მოზარდებს თავიდანვე ვასწავლოთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მყარი ნარჩენების გადამუშავებას საზოგადოებრივი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, როგორ უნდა აქციონ მყარი ნარჩენების გადამუშავება შემოსავლის წყაროდ, როგორ დაასაქმონ მოქალაქეები ამ სფეროში და მიიღონ შემოსავალი. ასოციაცია „სპექტრს“ აქვს უამრავი კარგი პროგრამა ამ მიმართულებით და მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს და ნებიმიერ დროს, ნებისმიერი საშუალებით, პარლამენტი სრულ მზადყოფნს გამოთქვამს დასახმარებლად”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენცია პროექტის - „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ტარდება. პროექტი შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას, ასევე, მუნიციპალურ დონეებზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად რეკომენდაციების შემუშავებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს