მეუფე გერასიმე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის საქმეზე - ჩვენ  პასუხისმგებლობას  არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის და  ეკლესიისთვის

ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე გერასიმე ამბობს, მამა სიმონი (გიორგი ქავთარაძე) ბერად მისი აღკვეცილია, თუმცა, მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ მასთან არ მისულა და ზუგდიდში საკუთარ სახლში ცხოვრობდა.

მეუფე გერასიმეს თქმით, აღკვეცამდე ბერი მონასტერში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და აღკვეცის შემდეგაც მონასტერში კიდევ რამდენიმე წელი გაატარა.

„აღკვეციდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ძალიან ცოტა ხანს იყო ჩვენთან. გაუჭირდა და თქვა, რომ ისევ უნდა დაბრუნდეს ის მონასტერში. 1 წლის განმავლობაში ისევ იმყოფებოდა მონასტერში და შემდგომ დაბრუნდა საქართველოში. ჩვენთან არ მოსულა, არც მონასტერში იყო, არც საძმოში და ზუგდიდში ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, რომ ასეთი რამ მოხდა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ. ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილია დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა ხარისხში ვიმყოფებით, ვინ ვართ და რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. ძალიან რთულია და ამ თემაზე მიჭირს საუბარი. დაველოდოთ მოვლენებს და გამოძიებას, - განაცხადა მეუფე გერასიმემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი გუშინ დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა