უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით   მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში დღეს, 6 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა 11:00 საათზეა დაგეგმილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ინიციატივა გარკვეულწილად პოზიტიურიც არის და მისი ავტორებისგან არგუმენტებიც მოისმინა. თუმცა, მეორე მხრივ, გია ვოლსკი ვალდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას და ელოდება, რომ ხვალ უმრავლესობის სხდომაზე საკითხის განხილვა საკმაოდ საინტერესო იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს