ზვიად შალამბერიძემ ელიზაბეთ რუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეთ რუდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები განიხილეს, ასევე მხარეში ტურიზმის გაზრდილ პერსპექტივებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებზე ისაუბრეს.

"ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ზოგადად ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას. ასევე, ხაზი გავუსვით იმასაც, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციას ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის და ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ყურადღება გავამახვილეთ აეროპორტის მნიშვნელობაზე რეგიონში. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, ზოგადად რა სიტუაციაა იმერეთში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ელიზაბეთ რუდმა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა ძალიან კარგი დისკუსია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ჩვენ ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები და ასევე, შევეხეთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკურ ველზეა. ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელობაზე, დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამ სექტორის უფრო მეტი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. გარდა ამისა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს გაძლიერებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იმერეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ამერიკის სახელმწიფოს მიერ ბევრი სხვა მიმართულებით განხორციელებული თუ მხარდაჭერილი პროექტებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა