ნიკა გვარამია, რომელიც სუს-ში დღესაა დაბარებული, გამოკითხვაზე  მისვლას არ აპირებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას დღეს არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.

„არ ვაპირებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას. თუ სასამართლოში დაიბარებენ, იქ გამოვცხადდებით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ გუშინ, სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით, 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის „ფეისბუქ სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა