დავით მათიკაშვილი -  რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება

ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე. რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხით,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ცოტა ხნის წინ დავით ჯანდიერს ჰქონია მცდელობა გაემართლებინა ნიკა გვარამია და ამისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან "ამონარიდი" მოუშველიებია. რეალურად იმ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ხელისუფლება ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გავრცელებას ან კრიტიკას, იგი არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მთავრობის ან კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება. ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე! რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი (სიტყვასიტყვით) მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირება პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ფსევდოდასავლელი მავნებლების ნამოქმედარის გასამართლებლად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირება მხოლოდ მათ სასარგებლო ტენდენციურობას ნიშნავს,ფაქტი კი ჯიუტია”,- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა