უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე - თუკი რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ოკუპირებულ ტერიტორიასა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის კედელს ავაშენებთ

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი პარიზში დაგეგმილ სამიტზე ცეცხლის შეწყვეტასა და პატიმრების გაცვლაზე თანხმობას არ განაცხადებს, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიას ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან კედლით გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„თუ რუსეთს არ სურს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ კედელს ავაშენებთ და ცხოვრება გაგრძელდება", - აღნიშნა ანდრეი იერმაკმა ლონდონში გამართულ ფორუმზე. ”სამწუხაროდ, გაყინული კონფლიქტის სცენარით ცხოვრება მოგვიწევს,”- დასძინა მან.

შეგახსენებთ, ორშაბათს ერთმანეთს უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა