ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები დღეს საპროტესტო აქციას ქუთაისში გამართავენ

დღეს, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ქუთაისში აქციას გამართავენ.

მანამდე კი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და წევრები კიკვიძის სკვერიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი არ მოიძებნება, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება.

“ქუთაისში იქნება აქცია და მშვიდობიანი მსვლელობა. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ასეთი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს, ვერანაირი სპეცრაზმებით, ვერანაირი “ტიტუშკებით”, ვერანაირი პოლიციის ჩარევით ამ ტალღას ვერ გააჩერებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - პოლიტიკური კომპრომისი. სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კანონიერი ფორმით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს