საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანის და აურელიო ჩიკოის შეხვედრა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, კიდევ ერთხელ მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებას, რომელიც მინისტრებმა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზე ბორელის გადასცეს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო ხედვის ფარგლებში ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მეტი ხელშესახები შედეგის მოტანა საზოგადოებისთვის.

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგას გააცნო საქართველოს ინიციატივები და ხედვები აღმოსვალეთ პარტნირობასთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, განსაკუთრებით აღნიშნეს მაღალი ვიზიტების ინტენსიობის გაზრდის აუცილებელობა და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა