სოფო კილაძე - თუ რომელიმე კონტრაქციისას სამართალდამცავებს არ ჰქონდა შესაბამისი რეაგირება, ვთქვათ კონკრეტული შემთხვევა და რეაგირებას მოვახდენთ

“თუ რაიმე კონკრეტული შემთხვევა გვაქვს კონკრეტულ პირთან მიმართებით, რომელმაც დაარღვია კანონი და პოლიციამ არ მოახდინა რეაგირება, აუცილებლად გთხოვთ, რომ ჩაგვაყენოთ საქმის კურსში და ამაზე გვექნება რეაქცია”, - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავები აქციებზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიმართ ადეკვატურად.

სოფო კილაძის თქმით, დაპირისპირება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.

“ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს “ნაცმოძრაობა”, “ქართული ოცნება”, თუ ნეიტრალური მოქალაქე, ძალადობა ყველას მხრიდან დასაგმობია და ძალადობის თითოეულ შემთხვევას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან. თუ რომელიმე ქალაქში, რომელიმე კონტრაქციის დროს არ ჰქონდა სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება, ვთქვათ კონკრეტული შემთხვევა კონკრეტულ პირთან მიმართებით და ამაზე აუცილებლად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, მაგრამ ასე ზოგადად საუბარი არ მგონია სწორი იყოს. იმიტომ, რომ ზოგადი შეფასება, “ქართული ოცნებას” პოლიცია პოლიტიზირებული ჰყავს, არ მგონია სწორი იყოს, რადგან ჩვენ არაერთი აქცია ვნახეთ, სადაც პოლიცია იქცეოდა პროფესიონალურად და ამ შემთხვევაში ეს ხაზგასასმელია, მითუმეტეს იმ ფონზე, რა წარსულიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ვგულისხმობ წინა პერიოდს”, - განაცხადა კილაძემ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან