ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, რომლებზეც საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. უწყების ცნობით, თავდაპირველად სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივანს კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.

მოგვიანებით კი ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია არენასთან გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი მას თვალს აქტიურად ადევნებს.

მარია არენამ სახელმწიფო მინისტრს ასევე გაუზიარა, რომ 2020 წლის დასაწყისში, თემის სენსიტიურობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა თემაზე “ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტორიტერიებზე.”

„დღეს გაიმართა შეხვედრები ევროპის პარლამენტში, პარლამენტის წევრებთან. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს განგრძობით რუსულ ოკუპაციასა და გადაუჭრელ კონფლიქტს. მათ შორის მიმდინარე გამოწვევები, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი პატიმრობაში ყოფნა დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე ჩართულნი არიან. ასევე, იმ ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გადაკეტვა, რომელიც ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. ეს, პრდაპირი გაგებით, ჰუმანტიარულ კრიზისს ქმნის მთლიანად რეგიონში და მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის რეგულარულ პრაქტიკაზე, რომელიც უსაფრთხოების გამოწევებთან ერთად, ჰუმანიტარულ გამოწვევებს ქმნის. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ მომავალში ევროკავშირის დღის წესრიგში ჯეროვნად იყოს ასახული კონფლიქტის მოგვარებისა და იმ ნაბიჯების აუცილებლობა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ზიანის შემცირებისაკენ იქნება მიმართული.

დღესვე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც შექმნილ ვითარებაზე დეტალური საუბარი გვქონდა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გადაწყვეტილია დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯია, რაც ქართულ მხარესა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. დღევანდელი შეხვედრების ძალიან ხელშესახები შედეგია და რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ხვალ შეხვედრებს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელთან მარინა კუიუნძიჩთან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგთან გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო