სოფო კილაძე - ნინო ბურჯანაძე ოკუპანტ ქვეყანაში წავიდა და ოკუპანტებს ესაუბრება, რაც ამ მოცემულობაში ჩემთვის მიუღებელია

ნინო ბურჯანაძე წავიდა ოკუპანტ ქვეყანაში, ესაუბრება ოკუპანტებს და ჩემთვის ეს ამ მოცემულობაში მიუღებელია”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა და მას ალბათ, ამომრჩეველი პოლიტიკურ განაჩენს თავად გამოუტანს ასეთი ქმედებებისთვის.

“ძალიან მიკვირს იმ პარტიების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არიან პროდასავლურები, ყოველ შემთხვევაში ამას იძახიან ხმამაღლა და ყველას უმტკიცებენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. ვითომ პროდასავლური პარტიები ნინო ბურჯანაძესთან ერთად იდგნენ და ხელისუფლების წინაააღმდეგ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ვფიქრობ, ამას შეიძლება დავარქვათ ორმაგი სახე, რომ საქმით ერთს აკეთებენ, სიტყვით - მეორეს. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ეს მიუღებელია და ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მაგრამ „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ პრინციპით, “ნაცმოძრაობის” და სხვა პოლიტიკური პარტიების ნამდვილად მიკვირს, როდესაც ისინი ასეთ პოლიტიკურ ძალებთან არიან გაერთიანებული”, - აღნიშნა კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა