ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და მისი სახელობის დარბაზი გაიხსნა.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი მისმა მეუღლემ ნინო ქადაგიძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ გახსნეს.

როგორც ნინო ქაგადიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება სირთულეების მიუხედავად, გაივლის იმ გზას, რომლის ერთგულიც ზურაბ ჟვანია იყო.

„ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული საზოგადოება არის იმ ღირებულებების და ხედვის ერთგული, რაც ზურას ჰქონდა. მე ვამბობ, რომ ჩვენი საზოგადოება არის ამის ერთგული და მიუხედავად სირთულეებისა, ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაციებისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი გავივლით ამ გზას“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ჟვანიას სახელობის დარბაზში ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი თამარ კერძაია, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი.

დღესვე, ჩატარდება წიგნის „ზურაბ ჟვანია - ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები" პრეზენტაციაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს