კარლ ჰარცელი - არარეალისტურია, რომ მხარეები დაუყოვნებლივ მოახერხებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას - ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, არარეალისტური იქნება იმაზე საუბარი, რომ მხარეები დაუყოვნებლივ შეძლებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას.

„დიალოგის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ არსებობს პლატფორმა და სურვილი ორივე მხარის მხრიდან ჩაერთონ ამ პროცესში. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის მოგვარება დაუყოვნებლივ მოხდება, არარეალისტურია“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დაძაბულობა ქუჩებში, რაც აქციების და კონტრაქციების გამართვას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტად ართულებს არსებულ ვითარებას.

„დაძაბულობა ქუჩებში კიდევ უფრო ართულებს არსებულ ვითარებას. მხარეები უფრო თავშეკავებული უნდა იყვნენ. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნას აზრის მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამ, რომ უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა“,-განაცხადა ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს