გიორგი ვაშაძე - იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

იქნება ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, კიკვიძის პარკში განაცხადა, საიდანაც 14:00 საათზე ოპოზიცია მსვლელობას გეგმავს.

ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.

“ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი მსვლელობა, ისევე როგორც ღირსეულად ამას ვაკეთებთ თბილისში, როგორც ეს გავაკეთეთ მცხეთაში, ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში აქციებს. გუშინ ჩამოვედით აქ და ძალიან მაგრად დაგვხვდა ქუთაისი, კარგი ამინდი, საუკეთესო განწყობით ხალხის მხრიდან, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ მსვლელობაში”, - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, არ იცის, იქნება თუ არა კონტრაქცია “ქართული ოცნების” მხრიდან, თუმცა, თუ იქნება, ისინი მშვიდად შეხვდებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო