მედიის ინფორმაციით, პენტაგონი ირანთან დაძაბულობის ფონზე ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჯარების გადასროლას განიხილავს

პენტაგონი, ირანთან დაძაბულობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჯარების გადასროლას აპირებს. ამის შესახებ CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.

მათი ცნობით, განიხილება რეგიონში 4 000-7 000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნა.

„ირანის სარაკეტო სისტემები წარმოადგენს საფრთხეს ერაყში განთავსებული ამერიკული ჯარებისთვის, ისევე როგორც საუდის არაბეთისთვის“, - აცხადებს წყარო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა ბოლო დროს ირანის მოკლე მანძილისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების ერაყში საიდუმლოდ გადატანის ფაქტები დააფიქსირეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა