დონალდ ტრამპი „დემოკრატებზე“ - ისინი გაგიჟდნენ - თუ ჩემს იმპიჩმენტს აპირებთ, დროზე მოახდინეთ

„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, თეთრ სახლს ახალი სტრატეგია აქვს: ის აღიარებს იმ რეალობას, რომ წარმომადგენელთა პალატამ შესაძლოა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოახდინოს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერზე დაწერა, ამერიკის სენატში „სამართლიანი“ პროცესი გაიმართება.

„ისინი [„დემოკრატები“] ამცირებენ ჩვენს ქვეყანას. არაფერი ადარდებთ, გაგიჟდნენ. თუ ჩემს იმპიჩმენტს აპირებთ, დროზე მოახდინეთ, ახლავე. შემდეგ ჩვენ გვექნება სამართლიანი პროცესი სენატში, რათა ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს საქმიან ცხოვრებას“,-აცხადებს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის თავისი მეტოქის, ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო