„პალიტრა L“ - მკითხველთა თხოვნით, სერია „ქართველი მეფეები" გრძელდება

მკითხველთა თხოვნით, სერია „ქართველი მეფეები" გრძელდება. „პალიტრა L“-ის ინფორმაციით, სერია „ქართველი მეფეები", რომლის მიმართაც მკითხველის დიდი დაინტერესებაა, 24-ე ტომის - „დავით ულუს" გამოსვლით უნდა დასრულებულიყო.

„თუმცა, მკითხველთა შორის, გაჩნდა უკმარისობის გრძნობა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი ქართველი მეფის ბიოგრაფია.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, პროექტის გაგრძელება და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად სრული გამოცემის შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ორი წლის წინ, როდესაც გადაწყდა „ქართველი მეფეების“ სერიის მომზადება, ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს პროექტი ესოდენ დიდ მასშტაბებს შეიძენდა. რა თქმა უნდა, ჩვენში ისტორიისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სამეცნიერო გამოცემები ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში. „ქართველი მეფეების“ თითოეული ტომი კი, ძირითადად, პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომია. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მართლაც რომ ელოდა ამ პროექტს“, - აცხადებს პროექტის ავტორი, ჯაბა სამუშია.

გათვალისწინებულ 24 ტომში სულ 28 მეფის ბიოგრაფია უნდა შესულიყო (რამდენიმე ტომში, ერთდროულად, ორი მეფის ბიოგრაფია შედიოდა). თავიდან განისაზღვრა სია მონარქებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ნარკვევები დაიწერებოდა. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა პირველად იწერებოდა. ამიტომ, ავტორებადაც, საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ეპოქებზე.

„თამარ მეფის" მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა; შემდეგ იყო მეორე ტირაჟი, ისიც უმალვე გაქრა; შემდეგ – მესამე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მსგავსი შინაარსის პროექტი, რომელსაც ასეთი რეზონანსი ჰქონოდა," - ამბობს ჯაბა სამუშია.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის" გადაწყვეტილებით, სერიას 12 ტომი დაემატა და იგი 24-ის ნაცვლად, 36 ტომს გააერთიანებს. გამოცემა თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.

25-ე ტომი - "თეიმურაზ I" 23 დეკემბერს გამოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს