ლევან ახვლედიანი - საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, ამისთვის საკმარისი ბაზარი და მოთხოვნა არ არსებობს

საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, ამისთვის საკმარისი ბაზარი და მოთხოვნა არ არსებობს, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აფერხებს თუ არა ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებს ის ფაქტი, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აანონსებს, ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი და ამით არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კონსტიტუციაშია შეტანილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ არჩევანი ანაკლიის პორტზე გააკეთა. ვფიქრობ, ანაკლია ის პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, შესაბამისად, მთავრობამ სწორი არჩევანი გააკეთა", - აცხადებს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ის პროგნოზები, რაც კონსორციუმს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით ჰქონდა, 20-30%-ით ნაკლებია დღეს არსებულზე და საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს.

"ანაკლიის პორტის პროექტი მზადაა სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად. ძალიან ცოტაა დარჩენილი იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი კომერციულად გამართლებულია და დღესდღეობით ამ პორტის აშენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"-აცხადებს კონსორციუმის დირექტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო