„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, შეთავაზების ფარგლებში, პრემიუმ კლასის ბრენდების - Shell-ის და Mobil-ის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, მომხმარებელი გადახდილი თანხის 30%-ს მიიღებს „ქეშბექის“ სახით.

„ამასთანავე, Honda-ს, Lexus-ის და Toyota-ს მარკის ავტომობილების მფლობელები ისარგებლებენ გადაცემათა კოლოფის ზეთის უფასო შეცვლის სერვისით, ხოლო Toyota Prius-ის ძრავის ზეთებზე და ფილტრებზე მოქმედებს სპეციალური ფასები. ასევე, ზამთრის სეზონზე ავტომობილის გამართული მუშაობისთვის მეტად მნიშვნელოვანია „ანტიფრიზი“, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში წარმოდგენილია „ანტიფრიზები“ 6 ლარიდან. აღნიშნული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსი“-ს ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ძრავის შეზეთვის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ძრავში ზეთის დონე მუდმივად შენარჩუნდეს დადგენილ ნორმაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ვაკონტროლოთ ის. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დაემატოს იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა. ძრავში ზეთის შეცვლა ხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ავტომობილის გარბენის სიდიდით და ძრავში ზეთის გამოყენების პერიოდის ხანგრძლივობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს ძრავში ზეთის თვისებების გაუარესებას, რასაც განსაზღვრავს არამხოლოდ ძრავის ექსპლუატაცია, არამედ ზეთის ბუნებრივი დაძველებაც.

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Shell, Motul და Mobil. „თეგეტაში“ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა