ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ.

"მივალთ აღმაშენებლის მოედანზე. მსვლელობას, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ერთი მიზანი აქვს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ის საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოში დაიძრა და გაძლიერდება, მხოლოდ თბილისის საქმე არ არის, არამედ ეს არის ქართული ცივილიზაციის აკვანის, ქუთაისის საქმეც. გვჭირდება პროპორციული არჩევნები. ჩვენთვის კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც კორუფციისა და კრიმინალის წახალისებით, არჩევნების გაყალბებით არ არის დაკავებული და ასევე დაპირებით "მოგსპობთ", "ყველას გაგიშვებთ საზღვარგარეთო" და ისე დაიცალოს ჩვენი ყველა სოფელი და ქალაქი, როგორც დღეს იმერეთია დაცლილი. პროვოკაციების ჩვენ არ გვეშინია. 7 წლის განმავლობაში ჩვენი 14 000 წევრი და მხარდამჭერი დაკითხეს. ყველაფერი ნანახი გვაქვს, არაფრის გვეშინია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

აქციის გამო გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ სლოგანით: "ერთად ერთის წინააღმდეგ", მათი მოთხოვნა კი უცვლელია - ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა