ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლეს ადვოკატის აცილების მოთხოვნის მიზეზის დასახელებაზე - უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა ასე აღარ მოვიქცევიო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა. ის პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას გზავნიდა, რომელშიც ოქრუაშვილის სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად ესწრება, განაცხადა, რომ მისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის დაბრუნება სურდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ირაკლი ოქრუაშვილს განუცხადა, რომ მას ადვოკატის აცილების მოთხოვნის მიზეზი არ დაუსახელებია და ახლა ეთქვა.

„უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა ასე აღარ მოვიქცევიო", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამის შემდეგ, მოსამართლემ მისი ვინაობის დადგენისას კითხვა დაუსვა განათლებასთან დაკავშირებით.

„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ განუცხადა, რომ კითხვებზე პასუხი სერიოზულად გაეცა.

„ცინიზმის და ირონიული დამოკიდებულების გაგრძელებას არ გირჩევთ, არ გააგრძელოთ", - განაცხადა მოსამართლემ, რასთან დაკავშირებითაც, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ „სტილი აქვს ასეთი".

„შენიშვნას გაძლევთ, ამის შემდეგ, იძულებული ვიქნები გაგაძევოთ, ამიტომ კითხვებზე პასუხი გამეცით", - განაცხადა მოსამართლემ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო