ზაზა სარალიძესა და მიხეილ კალანდიას ადვოკატს შორის შელაპარაკება მოხდა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუასა და ზაზა სარალიძეს შორის სასამართლოს ეზოში მცირე შელაპარაკება მოხდა. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ თოდუამ განუცხადა, ის ზაზა სარალიძემ გააფრთხილა, რომ "ჭკვიანად იყოს".

ადვოკატი ამბობს, რომ სარალიძის განცხადებებზე პროკურატურას სთხოვს სათანადრო რეაგირება მოახდინოს.

„მაფრთხილებს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყო. ასეთივე გაფრთხილება მან 27 ნოემბერს გააკეთა სასამართლო პროცესზე. საჯაროდ მინდა განვაცხადო, ასეთი კი არა, უფრო ძლიერი გაფრთხილებებიც არ მოქმედებს ჩემზე. ამასთან დაკავშირებით, აცრილი ვარ. უდავო გარემოებად არის მიჩნეული, რომ კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 51-ე სკოლის საპირფარეშოში, ერთ-ერთი მოსწავლის ძალისხმევით ამოიწურა. ამის შემდეგ წარმოშობილ კონფლიქტზე გაგონებაც არ უნდა არავის, არადა საქმისათვის მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, მისი გაღიზიანება ამით იყოს გამოწვეული და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი ზემოქმედების შედეგად არის განხორციელებული", - განაცხადა თოდუამ.

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს 3 მოწმე დაიკითხება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს