რომან გოცირიძე - პროტესტის ფორმა  მრავალფეროვანია, არამხოლოდ ქუჩის აქციები იქნება, არამედ იქნება სიურპრიზებიც

„პროტესტის ფორმა იქნება მრავალფეროვანი, არამხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ იქნება სიურპრიზებიც და პროტესტი გაგრძელდება ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია თავის შედეგს არ მიაღწევს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას განუცხადა.

გოცირიძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ეს არ იქნება მხოლოდ ქუთაისში, იქნებ ყველა ქალაქსა და სოფელში.

„არავის ეპატიება ის თაღლითობა და ტყუილი, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ორპირად მოიქცა, ყველა გადააგდო. მოატყუა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. შინ თუ გარეთ, ყველას ჰპირდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც კი ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება დღეს ქუთაისში ჩამოსვლას, ერთ-ერთი მიზეზი იყო თუნადაც ის თავხედური გამოხტომები, რაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა „ზონდერპირებმა“ მოაწყვეს აქ რამდენიმე დღის წინ”,- განაცხადა გოცირიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება