გიგი უგულავა - თუ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ

თუ ჩვენ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისიდან მთავარი გზავნილი, ისევე როგორც მთელი საქართველოდან არის: „დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნები, დაგვიბრუნეთ პროპორციული, სამართლიანი არჩევნები“.

„ჩვენ ვითხოვთ ყველასთვის სამართლიან თამაშის წესებს და ასეთ პირობებში გამარჯვებულის გამოვლენას. ეს არის მთავარი ამოცანა და მეორე: თუ ჩვენ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ. როგორ უსინდისოდ იქცევიან ეს მაჟორიტარები, ახლა ვითომ ამერიკულ მოდელზე საუბრობენ, სინამდვილეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას იხილავენ, არის რუსეთი. აი, რუსეთის დუმაში მართლაც შესულია კანონპროექტი სრულად მაჟორიტარულზე გადასვლაზე, პირდაპირი დამსგავსება ხდება. ჩვენთან კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დამატებით გონს გასულია. საკუთარი ტყავისთვის იბრძვიან ის აქტივისტები, რომლებიც დანიშნეს და მილიარდობით ფული იხარჯება პარტაქტივზე. ეს პრეტენზია ჰქონდათ ჩვენთან და ამ თვალსაზრისითაც მათ ყველა რეკორდი მოხსნეს. ვნახეთ, როგორადაც იკრიბებიან: არიან აგრესიულები, მთვრალები ისვრიან ქვებს, ჩვენ ვართ მშვიდები და ასე არაძალადობრივად მოვიგებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა