გიგა ბოკერია - 14 დეკემბერს დანიშნული აქცია იქნება „ქართული ოცნების“ ჩამოქცევის აქცია

14 დეკემბერს დანიშნული აქცია იქნება მათი ჩამოქცევის აქცია, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ თბილისში დაგეგმილი მასშტაბური შეკრება.

გიგა ბოკერიამ ქუთაისში მმართველი გუნდის მხარდამჭერების მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციებზეც ისაუბრა.

„არანაირი პროვოკაცია არ გამიკვირდება აგონიაში მყოფი ივანიშვილისგან და მისი „კლოუნებისგან“, ოღონდ მათთვის სჯობს, რომ პროვოკაციები არ დაგეგმონ, იმიტომ, რომ ყველა ასეთი ნაბიჯი ერთი ათად დაუბრუნდებათ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებისგან და ხელი არ შეუშალოს ამ ღონისძიებას.

„გვსურს წინასწარ გაცნობოთ, 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა