კახა კალაძე - ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის - ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის. ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არ იყო დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, კალაძემ უპასუხა, რომ გლდანის გამგეობის მუშაობის ანგარიშის განხილვას ესწრებოდა.

კალაძის თქმით, დღეს მმართველ გუნდს კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი არ აქვს.

„ორივე სისტემა დემოკრატიულია, როგორც გერმანული, ასევე პროპორციული. კი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მცდელობა, რომ ეს შერეული სისტემა წარმოადგინონ თითქოს არადემოკრატიულია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. დემოკრატიულია ასევე სრულად მაჟორიტარული და მხოლოდ პროპორციული. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს. გუნდში არიან ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულზე, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელიც მიღებულია და ყველამ პატივი უნდა სცეს მიღებულ კონსტიტუციას“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს