კახა კალაძე - ნინო ბურჯანაძისგან არ მიკვირს, მაგრამ მიკვირს გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც ერთად სხედან და თუნდაც საარჩევნო მოდელზე საუბრობენ

ნინო ბურჯანაძისგან არ მიკვირს, მაგრამ მიკვირს გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც ერთად სხედან და თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საუბრობენ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძეს პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან.

„შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ღირებულებებიდან ეს მიუღებელი იყოს, იმიტომ რომ მე სხვა ხედვა მაქვს, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც ერთად სხედან და საუბრობენ სხვადასხვა, თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო