გიგი უგულავა - ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში. სხვა გზა საქართველოს არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყოს არა ივანიშვილის, არამედ ხალხის მოსაწონი.

„ის ნადირი, რომელიც გვართმევს არჩევნებს, ცალი ფეხით უკვე გვყავს ხაფანგში. შემწყვდეულია უკვე ივანიშვილი ხაფანგში და ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმ გავეშებულ ველურობას, კვერცხების და რაღაც ნივთების სროლას, საკუთარი ტყავის გადარჩენას, ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი ცალი ფეხით არის ხაფანგში და ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და წავართვათ ის, რაც გვეკუთვნის ჩვენ. წავართვათ ის, რაც არის ყველასი, წავართვათ ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ მთელ რეგიონში. დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები და მერე დავეჭიდოთ ერთმანეთს, ვინ ვის აჯობებს გადაწყვიტოს ხალხმა, მხოლოდ და მხოლოდ ხალხმა და არავინ სხვამ. თუ ივანიშვილს უნდა ამ ხაფანგიდან გამოსვლა, ხაფანგის გასაღები ჩვენს ხელშია და მანამ, ვიდრე კისრამდე არ შესულა ხაფანგში, საიდანაც მერე ქრისტე ღმერთი ვერ გამოიყვანს, მოეგოს გონს.

ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, რომ მე მანამდე ვიქნები პოლიტიკაში, ვიდრე ჩემი მოსაწონი ოპოზიცია არ იქნებაო, ყველა დიქტატურა, ყველა ავტოკრატია, ყველა უმსგავსობა იწყება ამ ფრაზით. ასე არის ისტორიაში, ასეა თანამედროვეობაში, ასეა ლიტერატურასა და კინოში. ადამიანი, რომელიც იკადრებს და იტყვის, მე უნდა მომწონდესო, ის ადამიანი არის უზურპატორი და ართმევს ხალხს არჩევანს“,- განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა