ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ნინო ბურჯანაძე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ პირველ რიგში აქცენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ექიმი ძალიან მალე უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

„შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შირის ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივა და ასევე რუსეთ- საქართველოს ურთიერთობების სამომავლო ხედვები, კერძოდ, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.

საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, კონსტანტინე კოსაჩოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა და არავითარ შემთხვევაში რუსეთი არანაირი ფორმით ამ საკითხში ჩარევას არ განიხილავს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს