გია ვოლსკი - რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურია ასეთი ვიზიტები, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა, რითაც ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, პარალელური ურთიერთობები რუსეთთან, გარდა იმისა რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს და რომელსაც მხარს საერთაშორისო პარტნიორები უჭერენ, ქვეყნისთვის კარგი არ არის.

„არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურია ასეთი ვიზიტები, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა. სამწუხაროა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით სპეკულაციის კიდევ ახალი ასპარეზი გაჩნდა. ყველამ ერთად ვიმუშავოთ და ამაზე შეჯიბრს ნუ დავიწყებთ. არ მგონია, რომ რუსეთს სურვილი ჰქონდა მისი განთავისუფლების და ამ სურვილის გაღვიძება არის დღეს ჩვენი ამოცანა ასეთი პიროვნული ურთიერთობით. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა