გიორგი ვაშაძე - რეგიონული შემოვლის შემდეგ, თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს ჩვენს გაფრთხილებას, დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას

ამ რეგიონული შემოვლის შემდეგ, თუ ყურად არ იღებს ხელისუფლება ჩვენს გაფრთხილებას, მაშინ ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება ქალაქს და სოფელს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ იმსახურებს ასეთ უბედურ ყოფას და ეს ვითარება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბეთ ყველა და ვაჩვენეთ, რომ ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია გრძელდება საქართველოში და მოედება მთელ საქართველოს. შემდეგი იქნება ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, თბილისი - ყველა ქალაქი.

ისინი ძალადობენ, ჩვენ მშვიდობით და სიკეთით ვპასუხობთ მათ ძალადობას. მათ პოლიციის კორდონები მიაცილებენ, რომ დაესხან თავს ახალგაზრდებს, ჩვენ კი პოლიციას მოვუწოდებთ, რომ კანონი და კონსტიტუცია დაიცვან. ისინი ძალადობენ და სკამებს არიან ჩაბღაუჭებული. ჩვენ, ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს, ჩვენი სამშობლოს მომავალი გვაერთიანებს და ის, რომ გვინდა მივაღწიოთ წარმატებას ამ ქვეყანაში და არა გადასახლებულებმა სადმე სხვაგან. მთელი მსოფლიო ნახავს, ერი და ბერი დადგება ფეხზე და ყველა ნახავს, რომ ამ მატყუარა, თაღლით ადამიანთა პატარა ჯგუფს გავისტუმრებთ ისტორიულ სანაგვეზე. ძალიან ცოტა დარჩა იმ გამარჯვების მოსაპოვებლად, რომელიც ყველა ქართველს უნდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს